16/04/221 677 ნახვა წყარო: newsreport.geფოტო: newsreport.ge

რატომ ვერ ეხმარება უკრაინული არმია მარიუპოლის ალყაში მყოფ მებრძოლებს–დეტალური ანალიზი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე დეტალურად აღწერს, უკრაინის ზღვისპირა, სტრატეგიულ ქალაქ მარიუპოლში არსებულ ვითარებას და იმას, თუ რატომ ვერ ეხმარება უკრაინული არმია ალყაში მყოფ მარიუპოლის მებრძოლებს.
“რუსები მარიუპოლს დაახლოებით 15 ათასი სამხედროთი უტევენ. ამას ემატებიან სეპარატისტებისა და რუსი დაქირავებული ძალებიც. უშუალოდ რუსების მიერ ქალაქის დაკავებული რაიონების გარდა მარიუპოლი დაახლოებით სამშრიან ალყაშია მოქცეული. პირველი და ყველაზე ღრმა შრე უშალოდ ქალაქის შემოგარენია, სადაც რუსებს გამაგრებული პოზიციები 3 მარტიდან აქვთ. მეორე შრე ქალაქის შემოგარენში არსებული დასახლებები ნიკოლსკი და სარტანაა. ხოლო მესამე შრე ქალაქს 40-60 კილომეტრით შორდება და უშალოდ ვოლნოვახაზე, ბერდნიანსკზე და ოდნავ უფრო მოშორებით მდებარე პოლოგიზე გადის. თუკი ამ ქალაქებიდან ერთ-ერთის გათავისუფლება არ მოდა უკრაინელები მარიუპოლამდე ვერ მივლენ.
ალყის დაწყებისას ქალაქ მარიუპოლს იცავდა 3000 სამხედრო და 500-მდე ტერიტორიული დაცვის რაზმელი. ამას ემატებოდა ადგილობრივი პოლიციაც. მცველთაგან დაახლოებით 1200 აზოვის პოლკის წევრი იყო. “აზოვის პოლკის” ცენტრი მარიუპოლში მდებარეობს, მაგრამ თავად მისი წევრები აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ქალაქების დაცვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ანუ “აზოვი” მხოლოდ მარიუპოლს არ იცავს. თუმცა მათი სამხედრო ლიდერი და უკრაინის გმირის წოდების მქონე დენის პროკოპენკო მარიუპოლშია გამაგრებული.
ქალაქი 500 ათასი მოსახლისაგან შედგებოდა. წარმოდგენა რომ უკეთ შეგვექმნას მასშტაბებზე საქართველოს ქალაქების მოსახლეობას შევადაროთ: ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის მოსახლეობა, რომ გავაერთიანოთ დაახლოებით გამოვა მარიუპოლის მოსახლეობის ომამდელი რაოდენობა. ომის დაწყებიდან დღემდე ქალაქში 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოკლეს რუსებმა. 30 ათიათასამდე მოსახლე დააკავეს და რუსეთში გადაასახლეს და სპეციალური სიების შედგენის შემდეგ მრავალი მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავთ დამწყვდეული. ბოლო ერთი კვირაა ქალაქში რუსებმა მოახერხეს და ცენტრალური რაიონის დიდი ნაწილი დაიკავეს. სამი დღის წინ შევიდნენ პორტის მიდამოებშიც, პრიმორსკის რაიონში – სანაპირო ზოლზე დასავლეთით.
ზუსტად უცნობია თუ რა მდგომარეობაა ზღვიდან დაშორებულ კალმიუსკის რაიონში, რომელსაც საზღვაო ქვეითები იცავდნენ, შემდეგ რუსებმა მათი ალყაში მოქცევა მოახერხეს, მაგრამ გარღვევა შედგა და ქვეითები აზოველებს შეუერთდნენ. სავარაუდოა, რომ რაიონის ნაწილს კვლავ ინარჩუნებენ უკრაინელები.
რაც შეეხება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს. ლივობერჟნიის რაიონის დიდი ნაწილი რუსებმა ქალაქისათვის ბრძოლის ადრეულ სტადიაზევე დაიკავეს, მაგრამ აი აზოვსტალისაკენ მიმავალი გზა კვლავ უკრაინელების ხელშია. პირველი შეტევების შემდეგ რუსები დაახლოებით სამი კვირაა ამ რიონში ძალიან ნელა მიიწევენ წინ. წინააღმდეგობა აზოვსტალისაკენ მიმავალ გზაზე მზარდია.
ზღვაზე რუსული საბრძოლო ხომალდებია მობილიზებული და უკვე რამდენჯერმე დაიბომბა მარიუპოლის ცენტრი, მათ შორის პრიმორსკის რაიონიც.
უკრაინელ მცველთა ერთ-ერთი ბოლო იმედი სწორედ აზოვსტალის ქარხანაა. ის 1930 წელს იქნა აგებული და რკინისა და ფოლადის წარმოების ღერძია უკრაინაში. რუსები ქარხანას მარტის დასაწყისიდან ბომბავენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აზოვსტალი განახლდა და ბევრად უკეთაა დაცული. წარმოებული რკინა და ფოლადი და ქარხნის სიღრმეები უკრაინელებს დიდ უპირატესობას აძლევს.
უკრაინულმა შვეულმფრენებმა მოახერხეს (მინიმუმ ერთხელ) შესვლა მარიუპოლში. შესაბამისად, ციდან მარიუპოლი უკვე მომარაგდა. ამას დაემატა უკრაინელთა მხრიდან ნაალაფარი ტექნიკაც. ამასთან, მარიუპოლის მცველები ეფექტურად იყენებენ დრონებს, რომლითაც იღებენ მიზანს და შემდეგ უტევენ მას ან დრონებზე ამაგრებენ ჭურვებს და აგდებენ მძიმე ტექნიკის მისამართით.
უშუალოდ სახმელეთო გზით მარიუპოლი ვერ მომარაგდება, მცირე რაზმებითაც კი, რადგან ქალაქის შესასვლელ-გამოსასვლელი სრულიად ბლოკ-პოსტებითაა ჩახერგილი.
რა უშლის ხელს უკრაინას წამოიწყოს მასშტაბური შეტევა? სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე გავცემდე პასუხს შევაფასოთ გეოგრაფიული არეალი. თავად მარიუპოლში არის ბორცვები, მაგრამ როგორც კი ქალაქს ვშორდებით იწყება სტეპი – სრულიად მოსწორებული მინდორ-ველები. ტყე რომ ტყეა ისიც მხოლოდ სამგან გვხვდება – უშუალოდ მარიუპოლის ჩრდილოეთით, ნიკოსლსკისთან – მარიუპოლიდან 16 კილომეტრში და ვოლნოვახასთან – მარიუპოლიდან 60 კილომეტრში. დანარჩენი მთლიანად უტყეოა.
უკრაინელები ქალაქიდან ყველაზე ახლოს 80-90 კილომეტრში იმყოფებიან. როგორც თავში აღინიშნა მათ ან დონეცკის რაიონის ქალაქი (ნაქალაქარი) ვოლნოვახა უნდა გაათავისუფლონ ან პოლოგი რომ შეტევის შესაძლებლობა შეიქმნას. ამასთან, სწორედ რელიეფიდან გამომდინარე სამხრეთით მსგავსი შეტევისათვის საჭიროა დიდი რაოდენობით ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, არტილერია და ავიაცია. აქ კოლონებად გადაადგილება შეუძლებელი იქნება, რადგან რუსული არტილერიის ან სარაკეტო დარტყმების საშიშროება შეიქმნება. შესაბამისად, შეტევის მომზადება ან ზაპოროჟიეში უნდა მოხდეს და მერე უეცარი და სწრაფი გაშლა დაიწყონ მექანიზებულმა ბრიგადებმა, ან ქვეითებმა უნდა დაიკავონ ვოლნოვახა და იქიდან სცადონ ქალაქთან მიახლოება. მხოლოდ გზით ვერ გადაადგილდები, ჩასაფრების შანსი იქმნება. ტექნიკის მდელობზე გაშლისათვის კი წვიმიანი და ტალახიანი ამინდი მთლად კარგი არ არის. მაგრამ სრულმასშტაბიან შეტევას სჭირდება შორს მსროლელი არტილერია. თუკი უკრაინელებმა მიიღეს არტილერია, რომელიც 100+ კილომეტრის დაშორებით სამიზნეს გაანადგურებს მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუს მოალყეთა პოზიციები ყველა მიმართულებით იქნება ცეცხლის ქვეშ მოქცეული. აი კარგი არტილერია მართლაც სრულად შეცვლიდა არსებულ რეალობას.

არის სხვა ვარიანტიც: უკრაინელები თუკი დაიძრნენ და მოახერხეს სამხრეთ-დასავლეთით, ხერსონისა და ნოვა კახოვკას დაბრუნება ან ზაპოროჟიედან მელიტოპოლისაკენ დაძვრა, მაშინ მარიუპოლს დასავლეთიდან მომდგარი რუსი მოალყეები ლოჯისტიკური მომარაგების პრობლემის ქვეშ აღმოჩნდებიან ან/და ამ ქალაქების შენარჩუნებისათვის მარიუპოლიდან თავიანთი ნაწილების მოხსნა მოუწევთ.
თუმცა უკრაინელები ვერ იჩქარებენ, რადგან რუსები დონბასიდან შეტევის დაწყებას აპირებენ. ლოგიკურია, რომ თუკი (და იმედია) უკრაინელები წარმატებით მოიგერიებენ რუსულ შეტევას, მაშინ მათი კონტრშეტევაზე გადასვლა უფრო რეალისტური იქნება.
თუკი მარიუპოლი დაეცა არის გარღვევაზე წასვლის შანსიც. ანუ უკრაინელი მცველები გამოვიდნენ თავდაცვითი პოზიციებიდან და ჩრდილოეთისაკენ სცადონ გაჭრა უკრაინული დანაყოფებისაკენ. ასეთი პრეცედენტები გვქონია. მათ შორის ყველაზე მსგავსი ვუკოვარის ალყაა ხორვატიაში 1991 წელს, სადაც სერბების მიერ სამთვიან ალყაში მყოფმა ხორვატმა მცველებმა და ჩარჩენილმა მოსახლეობამ მას შემდეგ რაც ქალაქი დაეცა გარღვევა სცადა. ბრძოლა მთელი დღე მიმდინარეობდა. კოლოსალური დანაკარგების ფონზე გადარჩენილმა მცველებმა ალყა გაარღვიეს და სამშვიდობოს გავიდნენ. ვიმედოვნოთ რომ მარიუპოლს მსგავსი რამ არ დასჭირდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA