"მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:
"მორიგი საუბარი მქონდა ნამდვილ მეგობართან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. აღვნიშნე
სტამბოლში, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზების მაღალი დონე. მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი" - წერს ზელენსკი.