27/01/201 316 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მედია ტრამპის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტი უკრაინის ელჩზე საუბრობს: „მოიცილეთ თავიდან, ხვალვე მოაშორეთ!“

საერთაშორისო მედია აშშ-ის პრეზიდენტის, 80-წუთიან სკანდალურ ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც დონალდ ტრამპი „ტრამპ ჰოთელში“ სადილს ესწრება. ვიდეოში ჩანს, რომ აშშ-ის ლიდერი უკრაინის საკითხზე საუბრობს.
„რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთთან ომს?“-კითხულობს ტრამპი, რაზეც დაუდგენილი პირი პასუხობს - „ჩვენს გარეშე, დიდხანს ვერ“.
„ჩვენს გარეშე. ყველას ჩვენ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ“,-აცხადებს ტრამპი და შემდეგ ევროპის ქვეყნებს აკრიტიკებს, რომ ვაშინგტონთან ერთად ამ ტვირთს არ ინაწილებენ.
ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ გასცემს აშშ-ის პრეზიდენტი ბრძანებას გააძევონ უკრაინის ელჩი.
„მოიცილეთ თავიდან! მოაშორეთ ხვალვე. არ მაინტერესებს. ხვალვე მოაშორეთ. მოიცილეთ! გასაგებია? ასე მოიქეცით“,-ამბობს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. იმპიჩმენტის პროცესი, მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი უკვე დაამტკიცა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA