27/01/201 237 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა, , მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივს

რასაკვირველია, ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივს, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. მისივე თქმით, მომავალშიც შეიძლება იყოს „ზღვარგადასული კითხვები" ოპონენტებისგან, მაგრამ მსგავსი ინციდენტები დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიუღებელია.
„მე ვერანაირად ვერ გავამართლებ მუშტი-კრივს, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, იგივე უნდა გაგვეკეთებინა მაშინ, როცა ამ შენობაში სასტიკად, ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კარგად ორგანიზებული შემოტევით. მაშინ რომ მოეხდინა რეაგირება საზოგადოებას, პოლიტიკურ ჯგუფებს, შესაბამისი შეფასება მიეცათ ამისთვის სამართალდამცავ ორგანოებს, დღეს ეს არ მოხდებოდა. ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს დაშვებული. რასაკვირველია, ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში. ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს არანაირ მუშტი-კრივს და ფიზიკურ დაპირისპირებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალშიც შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი უხეში, ზღვარგადასული კითხვების გამოყენება და არავითარ შემთხვევაში იმ გზას არ უნდა დავადგეთ, რასაც ჰქვია ყოვლად მიუღებელი გზა განვითარებული დემოკრატიებისთვის,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • მხოლოდ ლელასთან - 28 ნოემბერი, 2022. ეკა ბერუაშვილი
      28 ნოემბერი
    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY