16/03/221 684 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვლადიმერ პუტინი - კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან რუსეთის ჯარების გამოჩენა დაკავშირებული არ არის ქვეყნის ოკუპაციასთან, ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას არ აპირებს.
„კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან რუსეთის ჯარების გამოჩენა დაკავშირებული არ არის ამ ქვეყნის ოკუპაციასთან. ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს“, - განაცხადა პუტინმა. უკრაინაში შეჭრაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა, რომ მისი შეფასებით, ვითარების დიპლომატიური გზით დარეგულირების შესაძლებლობა სრულიად იყო ამოწურული.
„ჩვენ უბრალოდ, სხვა ვარიანტი არ დაგვიტოვეს, რომ მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს გამო არ წარმოშობილა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უბრალოდ იძულებული ვიყავით დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკამ ამ ომით სრულიად გაამართლა.
„რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გენერალურ შტაბთან ერთად, მან სრულიად გაამართლა. ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები და ოფიცრები ავლენენ მამაცობას და გმირობას. ყველაფერს აკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აირიდონ“ , - აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, დონბასში ომის დაწყებისას კიევის ხელისუფლებას სხვადასხვა არხებით უაზრო სისხლისღვრის თავიდან აცილებისთვის შესთავაზეს არ ჩაბმულიყო საბრძოლო მოქმედებებში, არამედ უბრალოდ, თავისი ჯარი გაეყვანა დონბასიდან.
„არ ისურვეს! რას იზამ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. იმის გააზრება, თუ რა ხდება რეალურად მიწაზე, მოვა აუცილებლად“, - განაცხადა პუტინმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York