11/03/221 167 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით მოითხოვა -ლინდა ტომას-გრიფილდი

რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით მოითხოვა, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრიფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სხდომა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით გაიმართა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიების ქსელი მდებარეობდა, სადაც საშიში დაავადებების პათოგენების გაძლიერება ხდებოდა. კიევსა და აშშ-ში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსეთი ამ გამოგონილ საბაბს სავარაუდოდ მომავალში დაგეგემილი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენებს. პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.
„თქვენ უკვე მოისმინეთ, რომ გაერო-ს არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში რაიმე სახის ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის პროგრამის არსებობის შესახებ. გასულ თვეში აშშ-ის სახელმწფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტრაგიკული სიზუსტით დაასახელა ის, რასაც რუსეთი აპირებდა. მან თქვა, რომ რუსეთ მოამზადებდა საბაბს უკრაინაზე თავდასხმისთვის და ასევე გაგვაფრთხილა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მოახდინოს უკრაინის მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ფაბრიკაცია, რათა გაამართლოს თავდასხმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. დღეს მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი აკეთებს სწორედ იმას, რის შესახებაც ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით. რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს გაერო-ს უშიშროების საბჭო, რათა მოახდინოს დეზინფორმაციის ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ლინდა ტომას-გრიფილდმა მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა და ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომელსაც აშშ-ის მხარს უჭერს არც უკრაინაში და არც რუსეთის საზღვრებთან და საერთოდ არსად არ არის.
როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც აგრძელებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო კანონის დარღვევით.
„არსებობს დოკუმენტებით დამტკიცებული ფაქტები, რომ რუსეთმა წარსულში გამოიყენა ქიმიური იარაღი, რუსეთია აქ აგრესორი“, – განაცხადა ლინდა ტომას-გრინფილდმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY