11/03/221 353 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

42 რესპუბლიკელი სენატორი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს

რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთხოვენ, შეცვალოს კურსი და დაუშვას პოლონური MiG 29-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემა უკრაინელებისთვის. 
AP News წერს, რომ ორმოცმა სენატორმა ხელი მოაწერა სენატორ ჯონი ერნსტისა და მიტ რომნის წერილს. წერილი მოუწოდებს ბაიდენს, უპასუხოს უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას, რომელმაც კანონმდებლებს შაბათ-კვირას განუცხადა, რომ თუ აშშ ვერ ეხმარება უკრაინას ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მას შეუძლია, სულ მცირე მეტი თვითმფრინავი გაგზავნოს რუსეთისგან დასაცავად.
"საკმარისია საუბარი. ხალხი კვდება. გაუგზავნეთ თვითმფრინავები, რომლებიც მათ სჭირდებათ", - თქვა სენატორმა რომნიმ პრესკონფერენციაზე.
პოლონეთის საპასუხოდ, ოთხშაბათს პენტაგონმა განაცხადა, რომ თვითმფრინავები არ არის ყველაზე ეფექტური იარაღი და პოლონეთის გეგმა შეიძლება ომის ესკალაციის "მაღალი რისკის" ქვეშ იყოს.  სენატორებმა უარყვეს ადმინისტრაციის არგუმენტები და განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და მიაწოდოს ზელენსკის ის, რაც მას სჭირდება უკრაინის დასაცავად.
"გთხოვთ, დაუყოვნებლად იმოქმედოთ სასწრაფოდ საჭირო საჰაერო ძალების უზრუნველსაყოფად, რომელიც გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარს - დაიცვან თავიანთი ქვეყანა და გადაარჩინონ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე", - წერენ სენატორები.
ცნობისთვის, 9 მარტს პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს მის მფლობელობაში არსებული გამანადგურებელი MIG-29 რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, რომელიც გერმანიაში მდებარეობს და ამერიკის განკარგულებაშია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA