23/02/221 000 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

"ნაციონალური მოძრაობა" 5 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 5 მარტს, 17:00 საათზე თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გარდა ამისა ნიკა მელიას თქმით, ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. მელიას თქმით, პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, მედიკოსების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მისი გაყვანა მნიშვნელოვანია.
„გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა კონსილიუმი, ცენტრი „ემპათია,“ უცხოელი ექიმები, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ერთხმად აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღითიდღე მძიმდება, სამწუხაროდ არ ექვემდებარება საქართველოში განკურნებას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად. ძალიან დასანანია, რომ ამ ჰუმანიტარული საკითხის გამო გვიწევს პოლიტიკური ბრძოლა - პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით ბრძოლაში და ვრჩებით ბრძოლაში, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც მიმაჩნია, არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრის, ამომრჩევლის მთავარი ცენტრალური საკითხი - ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 მარტს 17:00 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI