21/02/221 135 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"...ჩვენ შორის დარჩეს და სააკაშვილი უნდა წავიდესო" - კონდოლიზა რაისი 2008 წლის ომს და ლავროვის პირობებს იხსენებს

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი CNN-თან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და დღეს, უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან ავლებს პარალელებს. ის საუბრობს, თუ რა შეიძლება ისწავლოს დასავლეთმა საქართველოში რუსეთის შეჭრის მაგალითზე.
მისი თქმით, ლავროვმა შეხვედრის დროს მოქმედებების დასრულების ერთ-ერთ პირობად მიხეილ სააკაშვილის წასვლა დაასახელა.
"ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ტემპერატურის დაწევას ვცდილობდით. მიხეილ სააკაშვილს ვუთხარით, რომ რუსეთი მის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცდებოდა და ეს არ დაეშვა. ფაქტია, რომ რუსეთმა პროვოცირება მოახდინა, ომი დაიწყო, შემდეგ რა მოხდა, აშშ მძიმე პოზიციაში აღმოჩნდა, საქართველოს გამო რუსეთთან ომს ვერ დავიწყებდით, თუმცა ქართულ არმიას გაძლიერებაში ვეხმარებოდით, გავმართეთ სამხედრო წვრთნები და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინეთ. ომის დროს სერგეი ლავროვს ვესაუბრე და მოქმედებების დასრულების სამი პირობა დამისახელა, პირველი ის იყო, რომ საქართველოს უკან უნდა დაეხია, მეორე, სამხედროები უნდა გაეყვანა და მესამე, ჩვენ შორის დარჩეს და სააკაშვილი უნდა წავიდესო. 
ომის შემდეგ ჩვენ სანქციებიც დავაწესეთ და საქართველოს სერიოზული ფინანსური დახმარება გავუწიეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო", - თქვა კონდოლიზა რაისმა. 
დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიჭრას და სამხედრო იერიში დაიწყოს. უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. რუსეთი და ბელარუსი კი სამხედრო წვრთნებს, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ
აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიიღეს. ინფორმაციას CBS News ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი გენერლები ახლა თავდასხმის გეგმას ადგენენ.
დასავლეთი მოსკოვს შეჭრის შემთხვევაში მკაცრი სანქციებით ემუქრება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA