13/02/221 834 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

რუსეთის ელჩი შვედეთში: ბოდიში, მაგრამ დავა**ით დასავლეთის სანქციებს

"ბოდიში, მაგრამ დავა**ით სანქციებს." – ასე გამოეხმაურა რუსეთის ელჩი, ვიქტორ ტატარინცევი გამოცემა Aftonbladet-თან საუბრისას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
"ჩვენ უკვე ბევრჯერ დაგვიწესეს სანქციები და მათ ჩვენს ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე დადებითი გავლენა ჰქონდათ. უფრო დამოუკიდებლები ვართ და ექსპორტი გავზარდეთ. არ გვაქვს იტალიური და შვეიცარიული ყველი, მაგრამ იტალიური და შვეიცარიული რეცეპტებით ისეთივე კარგი რუსული ყველის გაკეთება ვისწავლეთ." – თქვა ელჩმა.
ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები კარგი არ არის, მაგრამ არც ისეთი სახიფათოა, როგორც დასავლეთი მათ წარმოაჩენს. ტატარინცევის თქმით, დასავლეთს რუსეთის მენტალიტეტი არ ესმის. ელჩმა აღნიშნა, რომ "რაც უფრო მეტი წნეხი იქნება რუსებზე, მით უფრო ძლიერი იქნება რუსების საპასუხო რეაქცია", თუმცა ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო და რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებს სწორედ ეს სურთ.
შვედურ გამოცემასთან ინტერვიუს ძირითადი თემა NATO-ს შვედეთის შესაძლო გაწევრიანება იყო. ტატარინცევმა NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის მთავარ საფრთხედ დაასახელა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას.
"აშშ და NATO პროვოცირებას რომ არ ახდენდნენ და მდგომარეობას არ ამწვავებდნენ, არ ვიქნებოდით NATO-ში შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგი. პატივს ვცემდით შვედეთის ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა ევროპის ამ ნაწილში უსაფრთხოების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა." – თქვა ელჩმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA