10/02/221 177 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ლონდა თოლორაიას მოვუწოდებ, მოიქცეს საკუთარი სინდისის კარნახის შესაბამისად" - ნიკა გვარამია

"ლონდა თოლორაია მოქმედებს დაზარალებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ... მოვუწოდებ, მოიქცეს საკუთარი სინდისის კარნახის შესაბამისად" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს. 
ის სახელმწიფო ინსპექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა:
ერთ თვეში, პრაქტიკულად, ჩვენ ვნახეთ დაზარალებულად ცნობა. ძალიან მოხარული ვართ ყველა იმით, რომ ქალბატონმა ლონდა თოლორაიამ დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა, ძალიან ვწუხვართ ყველანი იმის გამო, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ქალბატონ თოლორაიას ცოტა გაუგრძელდა კომფორტ-ზონაში ყოფნა. პირდაპირ ვამბობ ამას... მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი თოლორაია უკვე სავარაუდოდ წამების მსხვერპლის წინააღმდეგ მოქმედებს სურს მას ეს თუ არ სურს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ არ სურს, მაგრამ მისი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, და ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ ქალბატონი თოლორაია ოდესმე დათანხმდება ჩვენთან ინტერვიუზე, იმიტომ რომ ყველა არხზე იყო პრაქტიკულად, ჩვენს გარდა, ვიქნებოდი ძალიან მოხარული. მისი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ორივე მხარე, სახელმწიფოც და მიხეილ სააკაშვილიც ამბობს, რომ მასალები გამოქვეყნდეს მის წამებასთან დაკავშირებით და ის მაინც არ აქვეყნებს, ეს არის სრულიად გაუგებარი.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებსით თუ უნებლიედ იგი მოქმედებს დაზარალებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ საჯაროობა ამ საქმეში არის ის, რაც შეიძლება სამართლებრივ დეტალებზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. კვლავ, მერამდენედ მოვუწოდებ ქალბატონ თოლორაიას, მოიქცეს საკუთარი სინდისის კარნახის შესაბამისად და ახსოვდეს, რომ მისი ინსტიტუტი იმიტომ კი არ გააუქმეს და იმიტომ კი არ გააგდეს, რომ გახარიას გუნდს წარმოადგენს, აგდებენ იმიტომ, რომ სააკაშვილის საქმის გამოძიება დაიწყო. და თუ ის არასდროს არ იტყვის ამის შესახებ და თუ არასდროს მიიყვანს ამ საქმეს შუალედურ დასკვნამდე მაინც და თუ არასდროს გამოაქვეყნებს იმ კადრებს, რომელიც ვიცით, რომ მისი წასვლის შემდეგ შეიძლება არათუ არ გამოქვეყნდეს, არამედ ვეღარც ვიხილოთ, მაშინ მე არ მესმის, ჩვენ, საზოგადოებას რატომ უნდა გვწყდებოდეს გული იმის გამო, რომ ქალბატონი ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმეს და იგი მიდის, - ამბობს ნიკა გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey