03/02/221 051 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მრავალწლიანი ეკალი მოსკოვის თვალში" - ფიონა ჰილი მიხეილ სააკაშვილზე

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილმა განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იმაზე უფრო ფრთხილად ეკიდება რუსეთს, ვიდრე მისი წინამორბედები.
ამის შესახებ მან ჰელსკინკის კომისიაში უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.
მან ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელსაც "მოსკოვის თვალში მრავალწლიანი ეკალი" უწოდა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მაგალითს, რომელიც ამჟამად ციხეშია, რუსი ოფიციალური პირები ხშირად იყენებენ როგორც "გამაფრთხილებელ ამბავს".
"საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა უფრო ფრთხილად ეკიდება რუსეთს, ვიდრე მისი წინამორბედები. რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წლის აგვისტოში. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მრავალწლიანი ეკალი მოსკოვის თვალში, ამჟამად თბილისში ციხეშია" ამბობს ჰილი.
მისი თქმით, რუსეთის ოფიციალური პირები ხშირად იყენებენ მიხეილ სააკაშვილს და "მის ბედს გამაფრთხილებელ მაგალითად".
2021 წლის ნოემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააფრთხილა უკრაინის პრეზიდენტი "სააკაშვილის გზაზე გაყოლის" რისკებზე. ასევე, ბრიტანეთის მთავრობის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, მოსკოვი გეგმავს უკრაინაში მიმდინარე კრიზისი გამოიყენოს, რათა შეცვალოს უკრაინის პრეზიდენტი პრო-კრემლისტური, მარიონეტული მთავრობით.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY