28/01/22953 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

"ამ ადამიანებს რეგიონებში აქვთ მიწები, დედაქალაქში ბინები" - კალაძე ორხევზე

თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში მოქალაქეებს სახლები დაუნგრია. დედაქალაქის მერის მტკიცებით, სახლების მფლობელებს რეგიონებში მიწები, ხოლო დედაქალაქში ბინები აქვთ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ დემონტაჟის პროცესი დღეს, 28 იანვრის დილას დაიწყო და მათი ნაწილი გაფრთხილებული არც ყოფილა. ამის საპირისპიროს ამბობს თბილისის მერი. კალაძის თქმით, "ყველანაირი გაფრთხილება" მიცემული იყო.
"არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს. სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება". – ამბობს კახა კალაძე.
დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექცია მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო აშენებული.
16 დეკემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ მერია "მიწების მიტაცებას", უკანონო მშენებლობებს არ შეეგუებოდა და დემონტაჟი მოხდებოდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კალაძის დავალებით 2020 წლის დეკემბერში აფრიკის დასახლებაში რამდენიმე უნებართვოდ აშენებული შენობა დაანგრია, მათ შორის იმ ოჯახების, რომელთა წევრებიც ამბობდნენ, რომ ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო. თუმცა, კალაძე ამტკიცებდა, რომ მათ, ვინც სახლები ააშენეს, სახლები და მიწები ჰქონდათ. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY