23/01/22763 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ხელისუფლებავ, პრემიერო, გამოფხიზლდით!" - დევნილები საპროტესტო აქციებს ხვალიდან განაახლებენ

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების პროტესტი ხვალიდან ქუჩაში გადაინაცვლებს. პირველი ლოკაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია იქნება, სადაც მთავარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.
150-მდე ოჯახი უკვე წლებია ხელისუფლებას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას სთხოვს, თუმცა არაერთი დაპირებების მიუხედავად, ხალხს ისევ ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში უწევს ცხოვრება.
უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზურამ ქირიამ, რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის გუშინ დაკრძალეს.
რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, ისინი მხოლოდ დაპირებებს გასცემენ, რომლისაც დევნილებს უკვე აღარ სჯერად.
"ჩვენ არანაირ ქირაზე აღარ წავალთ. არც ვითხოვდით და არც მოვითხოვთ. ფარატინა ფურცლები, რაც მოგვიტანეს ორი დღის უკან, ეს იყო კიდევ ერთი დაცინვა იმისა, რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ხდებოდა. ელემენტარული ყურადღება არ იყო აფხაზეთის მთავრობისგან. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება - ეს არის ბინა, ბინა და კიდევ ერთხელ ბინა! ხელისუფლებავ, აფხაზეთის მთავრობავ, ჯანდაცვის სამინისტრო და პრემიერო, ცოტათი გამოფხიზლდით!“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ესმა ბაღათურია. 
ადგილობრივები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მათი პრობლემით დაინტერესდნენ და ამბობენ, რომ შენობა, სადაც ახლა იმყოფებიან, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 
"ჩემი შვილის ოთახში ჩამოინგრა ჭერი. კიდევ კარგი, რომ რაღაც არ მოჰყვა ამას. ხელისუფლებას ეს აბსოლუტურად არ ადარდებს, იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. მმართველო პარტიავ, თუ გვისმენთ, მოგვაქციეთ ყურადღება. აქ ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები, შეიძლება ხვალ ან ზეგ, ღმერთმა ნუ ქნას და რამე ტრაგედია დატრიალდეს. უსირცხვილოდ და უსინდისოდ ჩვენი ჯანმრთელობის მინისტრი გამოდის და ლაპარაკობს, რომ ნუ მიაწერთ ამას [ზურაბ ქირიას გარდაცვალებას] დევნილების პრობლემასო. ვის უნდა მივაწეროთ, როდესაც ამ ადამიანმა ჩვენს გამო გასწირა თავი", - ამბობს ნანული აბლოთია.
აღსანიშნავია, რომ სანატორიუმი "ქართლი" ერთადერთი შენობა არ არის, სადაც დევნილებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ავარიულ მდგომარეობაშია გლდანში, რადიოსადგურის ტერიტორია არსებული შენობაც. ადგილობრივების მოთხოვნაა გადაიყვანონ ალტერნატიულ საცხოვრებელში, რადგან მათთანაც არის საშიშროება იმისა, რომ შენობა ჩამოინგრეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,