22/01/22762 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"დეოკუპაცია და თავისუფლება - ჩვენი საერთო ბრძოლაა" - ენმ უკრაინას თანადგომას უცხადებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს - უკრაინას უპირობო თანადგომას უცხადებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიაში ამბობენ, რომ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პასიურობა და დუმილი სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.
რუსეთის მმართველი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკაა, სახეცვლილი ფორმით საბჭოთა კავშირი და მისთვის დამახასიათებელი გავლენის სფეროებისა და ბუფერული ზონების პოლიტიკა აღადგინოს.
რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით დაუფარავად მიმართავს კონვენციურ სამხედრო მოქმედებებსა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს. ამის მაგალითებია: 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე 2014 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით უკრაინაში ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები ძირს უთხრის ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დამკვიდრებული ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას და ემუქრება არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო პრეცედენტს ახალისებს.
საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიცია, განხორციელებული და დაგეგმილი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადამწყვეტია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ცივილიზებული სამყარო რუსეთის იმპერიალისტურ მოქმედებებს წინ აღუდგება.
საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფებიან. დეოკუპაცია და თავისუფლება - ჩვენი საერთო ბრძოლაა. შესაბამისად, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით ხელისუფლების უკიდურესი პასიურობა და დუმილი საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ამავე დროს, უკრაინასთან ახლო თანამშრომლობა და საერთო ძალისხმევა არსებული საფრთხეების დასაძლევად ხსნის შესაძლებლობების ფანჯარას, რათა დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინაპირობა", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA