22/01/22877 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

აბაშიძე: რუსეთთან ფრენის აღდგენას ხელს პანდემია უშლის, სხვა ფაქტორს ვერ ვხედავთ

"ჩვენ ვთვლით, რომ ამ ავიარეისების აღდგენას ხელს უშლის პანდემიის სიტუაცია და სხვა ფაქტორებს ხელისშემშლელს ჩვენ აქ ვერ ვხედავთ" - ასე შეაფასა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია. რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება "წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას" გაატარებს.
"როგორც კი ეს ვითარება მეტნაკლებად შეიცვლება უკეთესობისკენ, ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია. ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ  მივესალმებოდით პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას თუ რუსეთის მხარე იქნება ამისთვის მზად, სხვა ხელისშემშლელ ფაქტორს ჩვენი მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ" - ამბობს აბაშიძე რუსთავი ორთან საუბარში.
2019 წლის 201 ივნისს, გავრილოვის ღამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტის შესახებ. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და "დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით" მიიღეს. 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 იანვრის წერილს, სადაც ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებზეა საუბარი, საქართველოს საგარეო უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია. პრესცენტრში მედიას კომენტარისთვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებენ. რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენის პირობებად "საქართველოში ვითარების სტაბილიზებას", "რუსოფობიური კამპანიის შეჩერებას" და რუსეთის მოქალაქეების "უსაფრთხოების უზრუნველყოფას" ასახელებს.
"ასევე, შეუძლებელია უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა" - ნათქვამია განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY