30/03/201 780 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერის განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,