30/03/201 726 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია

ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს ინფიცირების სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.
„დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიხუედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგხესენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.
მისივე განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ მედიკოსების და სახელმწიფო უწყებების მუშაობით ვერ გაიმარჯვებს ქვეყანა.
გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთ მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გათვიცნობიერებული არ აქვს.
„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24 საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ერთგვარი შეთანხმებით ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს არის ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული, მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე,“ - განაცხადა გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY