10/01/22727 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური გეგმა დაასრულა და მალე პირადად წარადგენს

სააკაშვილს ბევრი გზავნილი აქვს მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრებთ - სააკაშვილი არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება გასათვალისწინებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ბოტკოველის თქმით, სააკაშვილმა ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა.
"მიუხედავად ყველაფრისა მიხეილ სააკაშვილი არცერთ დღეს არ ტოვებს, რომ არ ფიქრობდეს და მუშაობდეს ქვეყნის განვითარებაზე. მან უკვე დაასრულა ეკონომიკური გეგმა და ძალიან მალე წარადგენს თვითონ პირადად. ასევე მას აქვს ბევრი გზავნილი მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე პოლიტსაბჭოზე ვისაუბრებთ.
არაფერი ცვლილებები არ ხდება. ის არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბოტკოველმა. გიორგი ბოტკოველის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
"ჩვენ ვხედავთ, რომ არ აძლევენ ექიმებს შესვლის უფლებას, რომ შეისწავლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის იგივე გაგრძელება, რომელიც მის მიმართ ხელისუფლებამ დაიწყო - არაადამიანური მოპყრობა. რეანიმობილის მობილიზება აქ არ შემინიშნავს, მაგრამ ჭავლის მანქანა შესასვლელშივე დგას. ალბათ, ფრთხილობენ, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოხატონ იმის მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება",- განაცხადა ბოტკოველმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY