10/01/221 239 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ზაალ უდუმაშვილი - რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ ვისაუბრებთ

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე განიხილავენ პარტიის სამომავლო სტრატეგიას, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას და რა იქნება მათი მთავარი მიმართულებები.
მისი თქმით, სწორედ პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს ამ ყველაფერზე და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
“ბუნებრივია, ძალიან რთულ პერიოდში ვართ, რთული ბრძოლა გველოდება წინ, მაგრამ, დიახ, ამ ბრძოლისთვის ჩვენ მზად ვართ. პარალელურად, განიხილება ყველა ის მიმართულება, რომელიც აქამდე იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპროტესტო მოძრაობა, ტალღა და ქუჩის პროტესტი. ასევე, ძალიან აქტიურად იქნება მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აქტიური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ დრო არის ძალების გაერთიანების, რათა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე", - აცხადებს უდუმაშვილი.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პრემიერი რას ამბობს ერთია და რა სურს ხალხს, ეს მეორეა. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება დღის წესრიგში იდგა და დგას.
“სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა, რასაც უნდა მივაღწიოთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ბუნებრივია, ამაზე იქნება სწორედ მთავარი აქცენტი - ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება", - აცხადებს უდუმაშვილი.
რაც შეეხება პარტიაში საკადრო ცვლილებებს, როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ვიდრე პოლიტსაბჭო არ დასრულდება ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს.
„საუბარი იქნება შიდაპარტიულ გაძლიერებაზე, როგორ უნდა გავაძლიეროთ პარტია სამომავლო ბრძოლისთვის. რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ ვისაუბრებთ", - აცხადებს უდუმაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY