ახალი დეტალები - ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე
ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დღეს, 27 დეკემბერს იყო დაგეგმილი. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დადგენილების გასაცნობად ორი ბადრაგი მივიდა:
"ახალი დეტალები: მიშას გადაყვანა გადაწყვეტილი იყო,დოკუმენტები გააფორმეს, ბადრაგირების მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოამზადეს.
მასთან პალატაში შევიდა ორი ბადრაგი-რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის დადგენილება უნდა გაგაცნოთო.
მიშამ დადგენილებას არ მიიღო, ჯერ ფურცლები გამოყარა პალატიდან და მერე ბადრაგი.
არის თუ არა დაშავებული მესამე პრეზიდენტი არ ვიცი ჯერ !
ეს არ არის რეაბილიტაცია, ეს არის პატიმრის წამება და არაადამიანური მოპყრობა",-წერს ელისო კილაძე.