06/12/21889 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

განათლების სამინისტროს დავალება იყო - ისტორიკოსი სახელმძღვანელოში ივანიშვილის მოხვედრაზე

მეცხრე კლასის ისტორიის წიგნის ორი თანაავტორი "მთავარ არხთან" ამბობს, ბიძინა ივანიშვილის წიგნში მოხვედრა განათლების სამინისტროს მოთხოვნა იყო. წიგნით მოსწავლეები უკვე ერთი წელია სწავლობენ. 
სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედადაა მოხსენიებული. ერთ-ერთი ავტორი, ისტორიკოსი ნათია ფირცხალავა პირდაპირ ამბობს, რომ ეს სამინისტროს დავალება იყო:
"- ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედად და მეცენატად მოხსენიება განათლების სამინისტროს ნარატივი იყო, თუ ავტორთა ჯგუფის მოსაზრება? 
- ცხადია პირველი, წყალი არ გაუვა მას, ჩვენი მოსაზრება ის არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილიყო;
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განათლების სამინისტროს და გრიფირების განყოფილების დავალება?
- კი შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ". - ამბობს ნათია ფირცხალავა "მთავართან" სატელეფონო კომენტარისას. 
კიდევ ერთი თანაავტორი, ნატა ახმეტელი ამბობს, რომ წინააღმდეგია უახლესი ისტორიის მომენტები სახელმძღვანელოში შევიდეს. მისი თქმით, ჯერ მიმდინარე მოვლენები გარკვეულ წრეებში უნდა შეფასდეს და სკოლის წიგნში შემდეგ მოხვდეს.
ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წიგნში წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო - "დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?" - შეცვლილ ისტორიასთან ერთად სახელმძღვანელოს ავტორები მოწაფეებს ამ კითხვასაც უსვამენ.
ამავე სახელმძღვანელოში შეცვლილია "ვარდების რევოლუციის" მოვლენათა ქრონოლოგიაც. მოსწვალეებს ასწავლიან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში შეცდომა დაუშვა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.