06/12/21821 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შეფასება არ ხდება, მოვლენები მშრალად და კომპეტენტურადაა გადმოცემული - განათლების სამინისტროს განმარტება

განათლების სამინსტრო მე-9 კლაისის ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელშიც აღწერილმა უახლესი ისტორიის მოვლენებმა კრიტიკა გამოიწვია, განმარტებას აკეთებს. უწყების აზრით, "ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივადაა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს".
განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა სწორი არ ჰგონია.
"ვფიქრობთ, ძალიან მშრალად და კომპეტენტურად არის გადმოცემული ორივე წიგნში ეს ამბები. იქ ხაზგასმულია ევროინტეგრაციაზე, ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაზე, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. თუმცა, ეს პერიოდი ძალიან მოკლედ არის გადმოცემული. განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს თვითონ არ ქმნის.
სტანდარტში საკითხები არ არის მითითებული, თუ რა უნდა შევიდეს სახელმძღვანელოში, იქ უბრალოდ წერია, რომ საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნოს. ამიტომ არის ეს ორი ფაქტიც - ასოცირების შეთანხმება და 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაც დადასტურებული ფაქტებია. ამაზე აჟიოტაჟის ატეხა არ მგონია, სწორი იყოს. შეფასება არც 2012 წლის მოვლენების და არც წინა პერიოდის მმართველობის არ ხდება. მხოლოდ ფაქტად არის მოყვანილი. ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა. ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. რეცენზენტები და შემფასებლები ამას შეაფასებენ. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მოგვმართოს და სახელმძღვანელოს განმეორებით ბეჭდვაზე წასვლისას გასწორდება. ჯერჯერობით ამ ისტორიის სახელმძღვანელოზე უზუსტობა არავის დაუფიქსირებია", - ამბობს ჩიქობავა.
მისივე თქმით, შესაძლოა ისტორიის სახელმძღვანელოზე "კმაყოფილების კვლევა" ჩაატარონ, თუმცა ამისთვის მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა გავიდეს/
"სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით "კმაყოფილების კვლევა" ჩატარდება ფოკუს ჯგუფებთან, სადაც მასწავლებლები, მშობლები იქნებიან და შენიშვნების გათვალისწინება მაშინაც მოხდება. ეს კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. სახელმძღვანელო წელს ჩაეშვა და ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, კვლევა რომ ჩავატაროთ", - თქვა მან.
მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წიგნში წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო - "დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?" - შეცვლილ ისტორიასთან ერთად სახელმძღვანელოს ავტორები მოწაფეებს ამ კითხვასაც უსვამენ.
ამავე სახელმძღვანელოში შეცვლილია "ვარდების რევოლუციის" მოვლენათა ქრონოლოგიაც. მოსწვალეებს ასწავლიან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში შეცდომა დაუშვა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA