26/11/21873 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბექაურის უწყების იურისტის აღიარება სასამართლოზე - "მთავარი არხის" დასჯის მიზეზი მისი სარედაქციო პოლიტიკაა

მარეგულირებელი კომისია მთავარი არხის დასჯას ცდილობს - დაახლოებით 1 თვის წინ კახა ბექაურის უწყებამ საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართა, თუმცა საქალაქო სასამართლომ წარმოება შეწყვიტა.
მარეგულირებელმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ამ შემთხვევაშიც საუბარია 2 ვიდეორგოლზე: "თავისუფლება მიშას" და 14 ოქტომბრის აქციის კლიპზე. 
ბექაურის უწყების იურისტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ ჯარიმებისა და მათი გაღიზიანების რეალური მიზეზი დამოუკიდებელი ტელევიზიის, "მთავარი არხის" სარედაქციო პოლიტიკაა. 
"ახსნა განმარტებისას კომისიის მხარემ სასამართლოს უთხრა, რომ ჩვენი არხი არის დაუბალანსებელი გადაცემების კუთხით და ამის გამოძახილი იყო ეთერში გასული კლიპი. კომისიამ პირდაპირ გადაწყვიტა, რომ ერევა ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იმის გამო, რომ არ მოსწონს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, გადაწყვიტა, რომ ასე აგვიკრძალოს საკუთარი გამოხატვის თავისუფლება",- ამბობს თამთა მურადაშვილი "მთავარი არხის" იურისტი. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 111 903 ლარით დააჯარიმა
სანქცირება კომისიამ "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, "ქართული ოცნების" წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება. 
გარდა ამისა, მარეგულირებელმა ტელეკომპანია ვიდეორგოლების, სახელად "კლავს" გამოც დაასანქცირა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY