თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო - ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე სრულად იზიარებს იუსტიციის მინისტრის პოზიციას.
ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტის მოთავსების წინააღმდეგია მისი პირადი ექიმიც. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს რისკის ქვეშ დააყენებს.
ცბობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე 21 დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.
"მე არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაოაბზე გუშინ და ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით, თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო, როგორც მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, სხვა დაწესებულება არ განიხილება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.ამ თემაზე განცხადება გაავრცელა კლინიკების ასოციაციამაც, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ასოციაცია წერს, რომ მესამე პრეზიდენტი საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომ ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ.