21/10/21527 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეს არის მინიშნება, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას - ბასილაია მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანაზე

ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით. 
"რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და ჰოსპიტალიზაციას მოვახდენთ იქ. გუშინ კი იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში" - განაცხადა ბასილაიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა მე-12 ციხე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread