მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია და მკვლელობები - ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტზე საუბარი "აღარ სურს", თუმცა ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილი კვლავ დესტაბილიზაციის მცდელობასა და "მკვლელობის დაგეგმვაში" დაადანაშაულა. ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის მკვლელობას გულისხმობდა.
"მე აღარ მინდა უბრალოდ პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი განცხადებაც გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზეა კონცენტრირება საჭირო.მისივე თქმით, ყველას საერთო სურვილია, რომ ერთ დღეს "ეს ადამიანები" დაფიქრდნენ, გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და დანაშაულებები.
თქვენ როგორ ხედავთ, როგორ მიგაჩნიათ, იკითხეთ პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, მათ შორის ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც თუ ისე განვითარდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და მოსახლეობას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.