24/09/21952 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც აშშ შეცვლის რამეს და ვერც მიშა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ თუ ქართველი ხალხი თავად არ მოინდომებს თავისუფალი, დემოკრატიულ სისტემის შექმნას, ისინი დახმარებას ვერ შეძლებენ.
"ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, რომ დაიღალნენ. ისმის ფრაზა ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში. ეს დაახლოებით ისე ჟღერს, ბაიდენმა რომ თქვა ავღანეთზე - თუ არ უნდათ ბრძოლა, ჩვენ რატომ უდნა ვიბრძოლოთ მათ ნაცვლადო. ეს ფრაზა გუშინ და გუშინ წინ დაახლოებით 15-ჯერ მოვისმინე, რომ "თუ თქვენ არ გინდათ თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით აქ" - დაახლოებით ასე ჟღერს, მათი დიპლომატიური ენიდან რომ გადმოვთარგმნოთ. საუბარი იმაზე, რომ "ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება" - ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს თუ ხელი არ გავანძრიეთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირობას შეასრულებს, თუმცა არჩევნებზე საზოგადოების მაღალი აქტივობის გარეშე, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება არც ამით შეიცვლება.
"მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველება" - მე რა თქმა უნდა შევასრულებ იმას რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ... მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ხელს ორ წუთში, უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ შველის. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისათვის, რო ვიმოქმედოთ. ჩვენი აქტიური ქმედებების გარეშე არაფერი შეიცვლება, მაგრამ ქმედებებისთვის უნდა ვიყოთ მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ჰგავს კლასში ჩარჩენილს. ჩვენ ვიბრძოლებთ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ გავითვალისწინო რაიმე, გარდა იმისა, რაც არის საქართველოსთვის სწორი", - აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey