24/01/201 372 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან

ეჭვი მაქვს, მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან და გაალურჯებს მათ ქართველი ხალხი და არა ხაბეიშვილი,- ამის შესახებ საკრებულში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კრიმინალის წარმომადგენლებიც კი არ იკადრებენ იმას, რასაც „ქართული ოცნების“ წევრები აკეთებენ.
„როგორც ჩვევია „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს დამესია რამდენიმე ადამიანი. ხომ ძალიან პრიმიტიული ხალხია და ასე ფიქრობენ, რომ ამ ფორმით შეიძლება შემაშინონ. თვალი, ხედავთ რა მძიმე მდგომარეობაში მაქვს, მაგრამ ჩემს თვალზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა, სამშობლო არის ასეთი კრიმინალების ხელში, სადაც შეუძლიათ, რომ პოლიტიკოსს, დეპუტატს, პოლიტიკური განცხადებების გამო საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასე ქურდულად გაუსწორდნენ. კრიმინალიც კი არ იკადრებს იმას, რასაც ესენი კადრულობენ, პირდაპირ კი არა, ასე მოპარვით, თან ერთი და ორი კი არ გეჩხუბება, 10-15 ადამიანი.
თვალი კი არა, მთელი ცხოვრება მაქვს გადადებული, ოჯახი მაქვს გადადებული, მუდმივად მილიონერებზე ვსაუბრობ, ამ კრიმინალებზე ვსაუბრობ, მუდმივად ამათ მხილებაში ვარ, მთელი ცხოვრება მაქვს გადადებული და ამ თვალს როგორღაც მოვირჩენ, თუმცა ამ დროს ისინი მორალურად რამდენად კარგ პოზიციაში არიან, თავად განსაჯონ. ამ თვალს როგორღაც მოვირჩენ. ამ დროს ისინი მორალურად როგორ მდგომარეობაში არიან თავად განსაჯონ. დღევანდელი დაპირისპირება იმას მოჰყვა, როგორ გავბედე ლევან ხაბეიშვილმა და როგორ ვამხილე ეს ხალხი კორუფციაში, როგორ ვთქვი, დამლაგებელს 8 ლარი რომ აქვს ხელფასი, მონად რატომ ამუშვებთ ქალბატონებს-თქო, აი ამის გამო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, გაათმაგებული ენერგიით იბრძოლებს, რადგან უკეთ იცის, რა ხალხთან აქვს საქმე“.
„ბრძოლასაც გავაგრძელებ, თვალიც მომირჩება, შუბლიც და ბრძოლა გაგრძელდება. ახლა კიდევ უფრო კარგად ვიცი, რა ხალხთან მაქვს საქმე და გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ. ორი ბიჭი მყავს და მათი თანატოლების მომავლისთვის ვარ კრიმინალთან გავეშებულ ბრძოლაში. შეიძლება ნახონ ეს ჩემმა ბიჭებმა, რომ აი, მამას თვალი აქვს დალურჯებული და ვერ გაიგებენ, რა მოხდა. გიორგი და ირაკლი, მამა, უკნიდან მიპარვა ლაჩრულად, საკრებულოს წევრზე თავდასხმა, ან ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა არის ძალიან ცუდი. მამას ეს თვალი მოურჩება და გააგრძელებს ბრძოლას. შენი და შენი თანატოლებისთვის ბრძოლას! ეჭვი მაქვს, მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან და გაალურჯებს მათ ქართველი ხალხი და არა ხაბეიშვილი.
კოლექტიური ივანიშვილი-კალაძეები არიან ესენი ჩემთვის, ინდივიდუალურად არაფერს ნიშნავს. აბა გამოიცანით, ვისი დავალებით არის ეს, ეს არის კალაძის პირადი ინიციატივა. კახი, ამ თვალს მალე მოვირჩენ და შენ რამდენად მყარად იქნები მათ შორის მორალურად, არ ვიცი, ეჭვი მეპარება, რომ ნერვებიც ნორმალურ მდგომარეობაში ჰქონდეთ, ეს ხელი არაა მხოლოდ ჩემთვის დარტყმული ხელი. ეს მოუქნიეს ყველას, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY