"საარჩევნო კამპანია გაქვს თუ ჩემზე მოთხრობების საჯარო კითხვის გასტროლებზე ხარ?" - ნიკა გვარამია ღარიბაშვილს
"საარჩევნო კამპანია გაქვს თუ ჩემზე მოთხრობების საჯარო კითხვის გასტროლებზე ხარ?" - ასე პასუხობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერმა ოცნების კანდიდატების წარდგენის დროს ნიკა გვარამია ჯერ ბაღდათში, შემდეგ კი ტყიბულში ახსენა.
"თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი","მაფიოზურ დაჯგუფების მთავარი ბოროტმოქმედი""ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ამჯერადაც წინა ხელისუფლების კრიტიკას და ლანძღვას ეთმობა. წელს ამ მხრივ სიახლეა ის, რომ ხელისუფლებამ მედიაზე და მედიამენეჯერებზე თავდასხმა ამ ფორმატშიც გააგრძელა.
ამჯერად, ტყიბულიდან მლოცავს ღარიბაშვილი.
სადმე ვიყრი კენჭს და არ ვიცი, ნეტა? საარჩევნო კამპანია გაქვს თუ ჩემზე მოთხრობების საჯარო კითხვის გასტროლებზე ხარ?", - წერს ნიკა გვარამია.