"ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვა წევრები იმყოფებიან.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ამ წუთებში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა დაბრუნდა პარტიის წევრებს ხვდება.
დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ნიკა მელიამ გუშინ, 1-ლ სექტემბერს გამოაცხადა. მელიამ განმარტა, რომ მიზეზი "ქართული ოცნების" მხრიდან ევროკავშირის ფულად დახმარებაზე უარის თქმაა.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა. მელიამ აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი პარტიისთვის მიუღებელია, თუმცა სახელმწიფოებრივი რისკების გამო, მზად არიან 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
ცნობისთვის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ოპოზციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი 19 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტს წინ უძღოდა ოპოზციის საპარლამენტო ბოიკოტი და 6-თვიანი მოლაპარაკებები, რომელსაც მედიაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უწევდა. ხელმომწერ პარტიებს შორის არ ყოფილან, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".