საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს EU-ს მოქმედი წევრების სასამართლოს - ღარიბაშვილი
პრემიერმნისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 75 მილიონი ევროს დახმარება, რომელზეც უარი თქვეს, არა ევროკავშირის დახმარება, არამედ სეხსია. მისივე აზრით, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებ EU-ს წევრების სასამართლოს.
"ჩვენ მოსახლოებას რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, მთავრობამ სესხი აიღო, სესხი - ხაზს ვუსვამ, 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან, მეორე ნახევარი მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მე მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას კარგად როგორი სასამართლო ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა.მისი თქმით, რეფორმებს აგრძელებენ და სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება. ღარიბაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა არც ამჯერად დავიწყებია და თქვა, რომ შეთანხმების ანულირება სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ამ პარტიამ მას ხელი არ მოაწერა.
ამას გარდა მე მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევებით დასტურდება ეს მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.