25/08/211 338 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ტელეკომპანია "ფორმულა" ვახო სანაიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "ფორმულა" ვახო სანაიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მარტივი ფაქტი:
ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდამსხმელ 3 პირს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა;
მათთვის მისჯილი 6 თვის გასვლა საეჭვოდ "დაემთხვა" ბოლო სასამართლო პროცესს და ისინი დღეს გათავისუფლდებიან.
გაცხადებული მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთება და მათთვის მინიმალური სასჯელის მისჯა არის ვალიდაცია პოტენციური მოძალადეებისთვის და საფრთხე ამ ქვეყანაში მცხოვრები თავისუფალი და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებისთვის.
ბოლო რამდენიმე წელია, ხელისუფლება არათუ ახალისებს სიძულვილს ჟურნალისტების მიმართ, არამედ თავადაც ძალადობს მათზე. შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ჟურნალისტების დევნა, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ნორმა გახდა. 5 ივლისს კი საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მოძალადეთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კრიტიკული მედიაა.
კლანის მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს მთავრობის მხრიდან გატარებული პოლიტიკის. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი აქამდე არ დაუკავებიათ. ასევე, გამოუძიებელია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ განაჩენით დადასტურდა ვახო სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა და ეს სამართლებრივი სახელი დაერქვა აწ უკვე მსჯავრდებულთა ქმედებას.
ხელისუფლების ინერტულობის, პოლიციის უმოქმედობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი მძვინვარებს და დაცული აღარავინაა" -ნათქვამია "ფორმულას" განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სანაიასა და მის ოჯახზე თავდამსხმელები დამნაშავედ სცნო და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სწორედ დრეს, 25 აგვისტოს ამოიწურა ეს ვადა, შესაბამისად ბრალდებულებმა საპატიმრო დატოვეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA