22/08/21802 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენ გვყავს მკვლელი მთავრობა - ნიკა მელია

"სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენ გვყავს მკვლელი მთავრობა", - ასეთი განცხადება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის ბათუმში, გიორგი კირთაძის წარდგენისას. 
ნიკა მელიას ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.
"ხეხეს ასფალტები ფხვნილებით, კლიპებს იღებდნენ და გვატყუებდნენ, რომ მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია, არ ვიცი ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან რეკავენ და გვეუბნებიან, რას აკეთებთ თქვენ, "ქართული ოცნება", რომ გქვიათ ხელისუფლების სახითო, ჩვენც გვასწავლეთო, ასე ჩაახრიალეს მთელი საარჩევნო კამპანია. ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს წელს, როდესაც პიკზე იყო ვითარება გამწვავებული, მაშინ შეამსუბუქეს რეგულაციები, მაგრამ როცა უმკაცრესი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ იყო, მაშინ დააწესეს. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მათი აღარ სჯერა. გამოსავალი არის გონიერებაში. 2 ოქტომბერს რეფერენდუმში არის გამოსავალი, რომ სწრაფადვე ეს ადამიანები ჩანაცვლდნენ კოალიციური მთავრობით", - თქვა ნიკა მელიამ. 
მისივე თქმით, ბათუმში, ოპოზიციური დემოკრატიული ძალები გაერთიანდნენ და დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს. "ფერფლიდან აღდგა ბათუმი და 2 ოქტომბრის შემდეგ ბათუმმა უნდა გააგრძელოს განვითარება. ადვილია ჩვენთვის საუბარი აღმშენებლობაზე. 2 ოქტომბერი არ არის არჩევნები, ეს არის ღირსების რეფერენდუმი", - ამბობს მელია. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA