20/08/211 492 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს... "ოცნებას" ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს" - იან კელის და დევიდ კრამერის წერილი

"საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს. მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს" - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის ერთობლივ წერილშია საუბარი.  კელი და კრამერი წერენ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის გზაზე პროგრესის საუკეთესო მაგალითი იყო, თუმცა მოქმედი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პირობებში, ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირისა და ნატო-სკენ საფრთხის ქვეშაა.  წერილში საუბარი ეხება 2019 წელს საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც. 
"ამან დარტყმა მიაყენა ორ პროექტს, რომელიც გაზრდიდა საქართველოს დამოუკიდებლობას რუსეთიდან, ერთი შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტი და მეორე აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი ბოჭკოვანი კაბელის დერეფანი", - წერია მათ წერილში. 
იან კელი და დევიდ კრამერი წერენ იმასაც, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი "ოცნების" ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრებით გააღრმავა. წერილში საუბარია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზეც:
ზოგიერთ დემონსტრანტს ჰქონდა კავშირი მოსკოვთან. მათ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ახალისებდა, რომელიც რუსულ ეკლესიასთან კავშირს ინარჩუნებს... მას შემდეგ, რაც მათ სასტიკას გაუსწორდნენ, 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. პრემიერმა ღარიბაშვილმა დაპირისპირების წამოწყებაში "რადიკალური ოპოზიცია" დაადანაშაულა... - წერენ ისინი.
იან კელი და დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას ბაიდენის ადმინისტრაციამ მიზნობრივი სანქციები უნდა დაუწესოს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA