17/03/201 516 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან კობერიძე მოსახლეობის საყოველთაო ტესტირების ინიციატივით გამოდის

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან კობერიძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოსახლეობის საყოველთაო ტესტირების ინიციატივით გამოდის. როგორც კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი პროგრამა, რომელიც მოქალაქეების დროულად ტესტირებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენამდე ტესტირების გაკეთება უნდა შეეძლოთ.
„ხანდახან შიშს უფრო დიდი თვალები აქვს, ვიდრე რეალობაა. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია მსოფლიოში, მაგრამ უბრალო სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, სეზონური გრიპებისგან მსოფლიოში 1500 ადამიანზე მეტი იღუპება, ხოლო კორონავირუსის სტატისტიკა არის 36 ადამიანი. სხვა დაავადებები რომ ავიღოთ, მაგალითად, C ჰეპატიტი, 2500 ადამიანი იღუპება ყოველდღიურად, ანუ მნიშვნელოვანია, ამ საკითხებს პრაგმატულად მივუდგეთ და გავიზიაროთ წარმატებული გამოცდილება. ეს რეკომენდაცია კი არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება, რაც სამწუხაროდ, ასეთ რეჟიმში არ ხდება საქართველოში. სამხრეთ კორეის და ჩინეთის წარმატება მოხერხდა იმით, რომ ტოტალური ტესტირება იყო მოქალაქეების, დაავადებულების გამოვლენა, იზოლირება და მართვა. იმედი მაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა პირველ რიგში აქცენტირებას გააკეთებს ტესტირების თემაზე. დღეს საქართველოში იცით, რომ თვითდინებითაც რომ მივიდეს ადამიანი კლინიკაში, იქ მისი სურვილის ან თანხის გადახდის შემთხვევაში ტესტირებას ვერ გაიკეთებს, თუ მას განსაკუთრებულად გამოხატული სიმპტომები არ აქვს“, - განაცხადა კობერიძემ. ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან ადამიანებს არ აქვთ მკაფიო რჩევები, როგორ პირობებში სად უნდა მივიდნენ და როგორ მოიქცნენ.
"ყოველგვარი რიტიკის გარეშე, ვთხოვდი ჯანდაცვის სამინისტროს და იმ საბჭოს, რომელიც შექმნილია, პირველ რიგში აქცენტი ტესტებზე გააკეთონ. საზოგადოებას ინფორმირება გავუკეთოთ, როდის იქნება ტესტები შემოტანილი, რა რაოდენობა, როგორ არის გეგმა მოსახლეობის რისკ-ჯგუფების და ა.შ. მაგალითად, გუდაურში რომ გავიგეთ შემთხვევა მოხდა, სამხრეთ კორეა და ჩინეთი მას იზოლირებას გაუკეთებდნენ, ყველა იქ მცხოვრებელს ტესტს გაუკეთებდნენ და რისკი გავრცელების თვალსაზრისით შემცირებული იქნებოდა. არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ ამ პანდემიის პირობებში ამ რაოდენობაზე არ დარჩება ინფიცირებულების რაოდენობა საქართველოში. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამიტომ პირველ რიგში, სასწრაფოდ არის პროგრამა გასაკეთებელი ტესტირებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობერიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA