16/03/201 536 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 3-თვიანი ვადა ეწურებათ, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 3-თვიანი ვადა ეწურებათ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ესპანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ განუცხადა, თბილისში 15-მარტს თურქეთის გავლით, თბილისი-ვალენსიის რეისით უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა რეისი გაუქმდა.
“15 მარტისთვის მქონდა ფრენა ვალენსიიდან-თბილისში თურქეთის გავლით. გუშინ მივიღე შეტყობინება, რომ ფრენა გაუქმებულია. ასევე, როგორც გავიგე, ყველა სხვა ავიახაზებმა გააუქმეს ფრენები. ამასთანავე, გუშინწინ საღამოს ესპანეთში გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია და დაიხურა ყველა დიდი დაწესებულება და მათ შორის, აეროპორტები. ვადა შენგენის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის მეწურება 20 მარტს და არ ვიცი, რა გზით უნდა დავბრუნდე საქართველოში”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქემ. მისი თქმით, საქართველოს საკონსულოში, რომელიც ბარსელონაში მდებარეობს, დარეკვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ხშირად დაკავებაა და ავტომოპასუხე პასუხობს, რომ ზარებს ესპანეთის დროით, დღის 3-დან 6 საათამდე იღებენ.
ამასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქემ უნდა მიმართოს ან ადგილობრივ საემიგრაციო სამსახურს კონსულტაციიისთვის ან საქართველოს საელჩოს კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც იგი იმყოფება.
“აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას ამოქმედებული აქვს ინდივიდუალური რეგულაცია, შესაბამისად მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქემ უნდა მიმართოს ან ადგილობრივ საემიგრაციო სამსახურს კონსულტაციიისთვის ან საქართველოს საელჩოს კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც იგი იმყოფება”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 9-ზე -7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • მოამბე 9-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • მთავარი 9-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • პირველები - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ
    • ქრონიკა - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • სიცრუის დეტექტორი - 7 თებერვალი, 2023. ალექსანდრე წივწივაძე
      7 თებერვალი
    • ღამის შოუ - 7 თებერვალი, 2023. ლაშა ჯოხაძე, ანსამბლი მართვე, მართვე
      7 თებერვალი
    • ღამის პრაიმ-თაიმი - 7 თებერვალი, 2023. პრამ ჰაუსი ბრუნდება
      7 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • რეაქცია - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • კომენტარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • მთავარი გოგოები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • სპექტრი - 7 თებერვალი, 2023. დავით ჭიჭინაძე
      7 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • დღის ამბები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • კომენტარი - 7 თებერვალი, 2023. ვითარება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ენმ“ და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ ▪️ საგანგებო მდგომარეობა თურქეთის 10 პროვინციაში - ბოლო ცნობები
      7 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY