16/03/201 558 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულებს პნევმონიის დიაგნოზით ნიღბავენ, რიცხვს ამცირებენ

პროფკავშირის "ექიმების ალიანსი" აქტივისტი და ექიმი ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ რუსეთში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს.  ვასილევამ "ექიმების ალიანსის" ოფიციალურ YouTube-არხზე ვიდეომიმართვა 10 მარტს გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად იტყუება კორონავირუსთან დაკავშირებით, ახლა თავიანთი უპასუხისმგებლო მოქმედებებით, ხელს უწყობენ კიდეც მის გავრცელებას. 
"ჩვენ მოგვმართავენ ექიმები იმ საავადმყოფოებიდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო ცენტრები იქმნება. ნაცვლად იმისა, რომ ამის შესახებ გულწრფელად ისაუბრონ, ხელისუფლება ნიღბავს სტაციონარების ნამდვილ დანიშნულებას და ამას რაღაც პნევმონიით დაავადებული ადამიანების სამკურნალო ცენტრებს უწოდებს,"- ამბობს ვასილევა.  აქტივისტის ინფორმაციით, კერძოდ მუხინის სახელობის საავადმყოფოში უკვე 240 ასეთი სტაციონარი მოამზადეს. 
"ამ ამბის მთელი საშინელება ის არის, რომ ექიმები არ არიან აღჭურვილები არანაირი სპეციალური საშუალებებით და მათთან არაფერი განუხილავთ, არანაირი შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ,"- ამბობს ვასილევა.  ვიდეოში გამოყენებულია მუხინის საავადმყოფოს ერთერთი ექიმის სატელეფონო კომენტარი, რომელიც ანონიმურად ყვება, რომ ექიმებს არ აქვთ არაფერი - არც ნიღბები, არც ხელთათმანები და არც სხვა დაცვის საშუალებები. 
"სხვა დარგების სპეციალისტებს, როგორებიც არიან ნევროლოგები, კარდიოლოგები და ენდოკრინოლოგები, აიძულებენ იმუშავონ პნევმონიის მქონე პაციენტებთან,"- ყვება ექიმი კომენტარში. 
ანასტასია ვასილევას თქმით, მათ პროფკავშირს ურეკავ თერაპევტები, კარდიოლოგები და სხვა დარგის სპეციალისტები შეწუხებულები იმით, რომ მათ კორონავირუსით ინფიცირებულებთან სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე უწევთ იმუშაონ. ვასილევა ვარაუდობს, რომ ხელისუფლების ასეთი ქცევის მიზანი ისაა, რომ ხელოვნურად შეამციროს პრობლემის მასშტაბი და არ გამოიწვიოს პანიკა. 
"ასეთი კონსპირაციის შედეგი ის იქნება, რომ კორონავირუსისგან გამოსაჯანმრთელებელი ცენტრი კორონავირუსის გამავრცელებელი ცენტრი გახდება,"- ამბობს ვასილევა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.