05/08/211 552 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე

წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასა და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასთან, რაც არის დაკავშირებული ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველაფერზე შეიძლება, ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, ვერ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე.
„გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო გარკვეული დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება, გაგრძელდეს. ეს არის ეკონომიკური საკითხი, ასი ათასობით ადამიანი, ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს არის საინტერესო საკითხი. თავის დროზე ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შექმნოდათ პრობლემა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,