29/07/21671 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხით, მხოლოდ კრემლი სარგებლობს - სენატის ორპარტიული ჯგუფი

სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურებიან.
სენატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლა იმედების გამაცრუებელი იყო. მათივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე პასუხისმგებლობა სწორედ, მმართველ გუნდს ეკისრება.
გავრცელებულ განცხადებაში სენატორები წერენ, რომ საქართველოს დემოკრატიის მარცხით მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. ხელმომწერებს შორის შაჰინთან და ჯონსონთან ერთად არიან სენატის საგარეო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრები, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რომ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
"ძალიან  იმედგაცრუებული ვართ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის იმ რეფორმების ძალისხმევას, რაზეც 19 აპრილს შეთანხმება დაიდო. იმედების გამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელია არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ამ მნიშვნელოვან პერიოდში კიდევ უფრო იმედების გამაცრუელბელი იყო ქართული ოცნების მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან.
მეტწილად, სწორედ, მმართველ პარტიას ეკისრება ვალდებულება, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს.
მოგიწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ. სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისა და და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციეებისკენ.
საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ერვოკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს",- აღნიშნავენ სენატორები.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY