27/07/21961 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ცნობილი ხდება, რომ ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო.  არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია.
მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს.. და ერთიწლის თავზე აღმოაჩინონ, რომ უი, არანაირი დარღვევა არ არის და პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის არანაირი დარღვევა. ჩვენ ვიხდით გადასახადებს.
შევიდნენ, ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე თავის დროზე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში... რომ გამოსაკვლევია ყველა მედიასაშუალება, დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდება. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და შემდეგ პროკურატურას. რავიცი, რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე. მერე მაინტერესებს, როგორ უნდა მიმართონ თავის ამომრჩეველს ქართველმა პოლიტიკოსებმა. ვინ უნდა აკრიტიკოს ქართული ოცნება და ვინ უნდა მოახდინოს ჩვენი დასავლური მიმართულების "ფრომოუშენი". რა უნდა გააკეთოს ტელეკომპანია "იმედმა" და "რუსთავი ორმა". ეს ხომ სასაცილოა. ამ ქვეყანაში, ყველა მეთოდით ამთავრებენ მედიას არჩევნებამდე ორი თვით ადრე, - ამბობს ნიკა გვარამია. 



share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA