22/07/211 544 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თალაკვაძე სახ.დეპის ანგარიშზე - ნათქვამია, რომ საქართველოში საიმედო საინვესტიციო გარემოა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მასში საუბარი შეეხებოდა საქართველოში არსებულ საიმედო და მდგრად საინვესტიციო გარემოს.
რაც შეეხება, სასამართლო სისტემას, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს: "საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენები კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება"
თალაკვაძის თქმით, შემდგომი რეფორმების გატარების შემდეგ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და ეფქტური გახდება.
"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები, რომელთა გატარებაც ჩვენ უზრუნველვყავით თავის თავად იცავს საინვესტიციო გარემოს.
რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ გამოთქმულ კრიტიკას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სურვილი, რომ სასამართლო კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს, იქნება ასახული ჩვენს მიერ განხორციელებულ შემდგომ რეფორმებში",- თქვა არჩილ თალაკვაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები კრიტიკული მედიების კითხვებს არ პასუხობენ. ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ამბობენ, რომ კითხვებს მას შემდეგ უპასუხებენ, როცა "ჟურნალისტები ეთიკის შესაბამისად იმოქმედებენ".
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი საქართველოს ხელისუფლებისა და სასამართლოს მიმართ უნდობლობას შეეხებოდა
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ინვესტორები აღარ ენდობიან, რადგან "სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან ერთად, ისევ პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნების პროცესებიც''.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ