21/07/211 321 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

სახელმწიფო დეპარტამენტი - მზარდია ინვესტორების უნდობლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ

"საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. მოსამართლეთა დანიშვნების პროცესებთან დაკავშირებული ეჭვები კი გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ". – დღეს, 21 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ინვესტორების მზარდ უნდობლობაზე მიუთითა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. 
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონში მოწინავე ადგილზეა, თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ მიკერძოებულ სამართალზე, რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, ასევე დავების მოგვარების არაეფექტურობაზეც.
"მთლიანობაში საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, რამდენად შეუძლია კომერციული საქმეების დამოუკიდებლად, დროულად და გონივრულად განხილვა - ზოგიერთი დავის საქმეები სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე სირთულეებზე ინტელექტურალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; მიკერძოებულ სამართალზე; რეგულაციების და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების,  საკუთრების უფლებების და სხვა. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ამ გამოწვევებზე მუშაობას და ხარვეზების მიუხედავად, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს ბიზნესის კეთების მიმართულებით რეგიონში". – ვკითხულობთ სახელმწიფოს დეპარტამენტის განცხადებაში.
სასამართლოს შესახებ თავში კი ვკითხულობთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები მოსამართლეთა დანიშვნის წესთან მიმართებით, რაც უარყოფითად აისახება ინვესტორების ნდობაზე: "ბევრი ინვესტორი თვლის, რომ საქართველოს სასამართლოს სისტემა არის ნელი, არაეფექტური, ნაკლებად გამჭირვალე, რომელსაც ასევე აკლია კომპეტენცია. ეს გარემოება გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე". – ვკითხულობთ ანგარიშში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ