21/07/211 229 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება" - "ოცნება" ქარტიის განცხადებაზე

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ არ წაახალისოს მედიაზე თავდასხმა, "ქართული ოცნება" ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ძალადობის ფორმებზე ისაუბრა და მას ძალადობა არ წაუხალისებია.
გვსურს, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებას, რომლის მიხედვით, თითქოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 20 ივლისის გამოსვლაში, მედიის საქმიანობა 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს შეადარა. აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება.
განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში“.
აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.
ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამავე განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მედიის მიმართ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო. მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში? ციტატა გამოსვლიდან: „როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა".
იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.
მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არამარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას, - წერია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • ფორმულა 12-ზე - 4 ოქტომბერი, 2022.
      12 საათზე, 4 ოქტ
    • მთავარი 12-ზე - 4 ოქტომბერი, 2022.
      12 საათზე, 4 ოქტ
    • მთავარი 9-ზე - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • კურიერი - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • მოამბე - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • პირველები - 3 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 3 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დილის საუბრები - 4 ოქტომბერი, 2022.
      4 ოქტომბერი
    • პირველი ხაზი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • ფარული კონვერტი - 3 ოქტომბერი, 2022. გიორგი მახარაძე
      3 ოქტომბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 3 ოქტომბერი, 2022. დავით კვირცხალია
      3 ოქტომბერი
    • ბარიერი - 3 ოქტომბერი, 2022. ნუგზარ წიკლაური
      3 ოქტომბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 3 ოქტომბერი,2022. ოცნების“ კანონი დეოლოიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ ეხება — შეფასებები ▪️ ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატთან
      3 ოქტომბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • სპექტრი - 3 ოქტომბერი, 2022. ვალერი გელბახიანი
      3 ოქტომბერი
    • კომენტარი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • სხვა შუადღე - 3 ოქტომბერი, 2022. შეყვარებული თინეიჯერი და მშობელი-ნინო ჩხეიძე, რუსკა ქარქაშაძე, კახა მამულაშვილი
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY