ნიკა მელია - რაც დღეს თბილისში ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა
"რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.
დღევანდელი ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.
ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში - დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში - გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!
სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!
თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება - წერს Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.