23/06/21899 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - გვაჩვენეთ შარლ მიშელის შეთანხმების ერთი პუნქტი, რომელსაც არ ვასრულებთ ისე, როგორც ჩაწერილია

გვაჩვენეთ შარლ მიშელის შეთანხმების ერთი პუნქტი, რომელსაც არ ვეკიდებით პასუხისმგებლობით და არ ვასრულებთ ისე, როგორც ჩაწერილია, სასამართლო მოსამართლეების გარეშე არ წერია მიშელის შეთანხმებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი 2 თვის განმავლობაში შეჩერებული იყო და მხოლოდ შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ გაგრძელდა, „შესაბამისად, ეს ვალდებულება და რეკომენდაცია შესრულებულია“.
არჩილ თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ოპოზიცია პარლამენტიდან უნდა გავიდეს. თალაკვაძის შეფასებით, ეს განცხადება სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით „ლელოს“ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და არის მცდელობა, სასამართლო სისტემაში პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა მოხდეს.
„კითხვას ვსვამ მამუკა ხაზარაძის განცხადების მიმართ, რატომ ამბობს წინასწარ უარს ეს პოლიტიკური პარტია მოსამართლეების კანდიდატურის განხილვის პროცესზე და იმ პროცედურაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს პარლამენტში? მათ შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან კითხვები კანდიდატებს და დაუმტკიცონ საზოგადოებას ის, რასაც განცხადებებში ამბობენ. ჩემი აზრით, ეს მიუთითებს მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და არის მცდელობა, პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა მოხდეს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც მხოლოდ ისე უნდა ჩატარდეს როგორც ეს კანონში წერია. პარლამენტმა ყველა პარტიის მონაწილეობით უნდა განიხილოს კანდიდატურები და თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, მხოლოდ მაშინ ექნებოდა ბატონ ხაზარაძეს მორალური უფლება ესაუბრა ამ პროცესებთან დაკავშირებით.
ეს განცხადება - „თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ პარლამენტში აღარ ვიქნებით“ და არ შევალთო, ხომ არ გაგონებთ იმ პროცესს, როდესაც შეთანხმებამდე 7 თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს რადიკალური ბანაკი პოლიტიკური შანტაჟის გზით ცდილობდნენ პარლამენტის სამუშაო პროცესი დაებლოკათ და არჩევნების შედეგებისთვის ძირი გამოეთხარათ. მაშინაც, რადიკალური ოპოზიციის მესიჯი იყო, თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, სულ ერთია რა მიზეზით, ჩვენ არ შემოვალთ პარლამენტშიო. ეს არ გახლავთ დემოკრატია, ეს არ არის შეთანხმების აღებული ვალდებულებების შესრულება. თქვენ ხელი მოაწერეთ შეთანხმებას, რომლითაც ვალდებული ხართ პროცესში მიიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY