23/06/211 091 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - შეიძლება კობახიძე აღმოჩნდეს პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სანქცია დაეკისრება

შეიძლება კობახიძე აღმოჩნდეს ნომერ პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სანქცია დაეკისრება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე შეთანხმების მთავარი დამრღვევია. რაც შეეხება სანქციებს, ვაშაძის თქმით, სენატის რეზოლუციით ჩანს, რომ ეს რეალურია.
„მათ ამ სანქციებზე საუბარი ჰგონიათ, რომ არის უბრალოდ განცხადება. არაერთხელ გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ განცხადება, შემდეგ უკან წაუღია თავის სიტყვა, ასე იყო პოლიტპატიმრებზე, რეფერენდუმზეც, შესაბამისად, ყველაფერზე ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ეს სანქციები არის რეალური, ნახეთ სენატორების განცხადება, იგივე იქნება ევროპარლამენტის და ევროკავშირის მხრიდან, ეს სანქციები იქნება რეალური და ეს იქნება გზა, რითაც ვაიძულებთ, რომ რეფორმები გაატარონ. კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არც შეთანხმების ინტერპრეტაციას ახდენს სწორად და ყოველთვის არის მთავარი დამრღვევი ამ შეთანხმების. მე ვფიქრობ თუ ასე გააგრძელა ბატონმა კობახიძემ, სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად, რომელიც საბიუჯეტო დახმარებაზე იქნება, შეიძლება ის პირადად აღმოჩნდეს ნომერი პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც დაედება სანქციები,"- განაცხადა ვაშაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, ოპოზიციამ ბოიკოტს უნდა მიმართოს და აღნიშნა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს.
"წინასწარ განცხადებებს ნამდვილად არ გავაკეთებთ, რას გამოვუცხადებთ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან, სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ მათთან ერთად, რადგან ამ შეთანხმების ხელმომწერები ვართ ჩვენ და ამის შესრულების გარანტი არის ასევე აშშ და ევროკავშირი. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუსხნი ჩემს სტრატეგიას და ხედვას, მე ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები, პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც შეთანხმების გარანტი და მესამე მხარე არიან ამ შეთანხმების, მათთან ერთად უნდა გავიაროთ ეს საკითხი,"- განაცხადა ვაშაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA