20/06/211 083 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ქადაგიშვილი - პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა დესტაბილიზაციის შემოსატანად

20 ივნისთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ სამართლიანად და ზუსტად გაყო პასუხისმგებლობები - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტის წინ 20 ივნისს დაზარალებულთა მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება პოლიტიკური დისკუსიის საგნად, ამიტომ ამნისტია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, აუცილებლად შედგება.
„20 ივნისი ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ორმხრივი შეფასებით, ერთი, რომ ახალგაზრდები აპროტესტებდნენ იმ არასასიამოვნო ფაქტს - რბილად რომ ვთქვათ, რასაც პარლამენტში გავრილოვის საქციელს მოჰყვა და მეორე მხრივ, ეს არის მომენტი, როცა რუსული პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეწყოთ, იმის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ, ის პროვოკაცია, რომელიც გავრილოვმა და რუსეთმა მოაწყვეს საპარლამენტო ორგანოში, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოსატანად. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ, მე ვფიქრობ, ზუსტად და ძალიან სამართლიანად გაყო პასუხისმგებლობები. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მან აიღო "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობად და კონკრეტული ნაბიჯი გადადგა - გადადგა თანამდებობიდან, პარლამენტის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაა. მეორე პოლიტიკურ და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ოპოზიციას, რომელმაც მოსახლეობის და ახალგაზრდების პროტესტი გადაზარდა შტურმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დალაშქვრაში და რა თქმა უნდა, თვითონ იმ აქციის მართვა-დაშლის და პრევენციის საკითხი, რაზეც იყო საუბარი. ამიტომ ვფიქრობ, ეს თემა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის დისკუსიის რეჟიმში, მაგრამ ეს სამი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია, შედეგებიც დამდგარია და შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე დიდი ამნისტია, რომელიც პოლიტიკურს და მათ შორის, სისხლისსამართლებრივ დევნასაც გულისხმობს, აუცილებლად შედგება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.