31/05/21937 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ღარიბაშვილი - დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს ძალიან მოსალოცი ამბავია

"დაახლოებით ერთი თვის წინ განთავსებული ევრობონდები ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა და ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს ძალიან მოსალოცი ამბავია - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი დღეს საქსტატის მონაცემებს გამოეხმაურა და ეკონომიკის აღდგენაში, პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„მოგეხსენებათ, რომ დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი. კერძოდ, აპრილის თვეში დაფიქსირდა 44,8% ეკონომიკური ზრდა, თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური. ასევე, მინდა გითხრათ, რომ იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა გამოვიდა 8%-ზე მეტი, რაც არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ასევე, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენ წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი. დღეს ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მიმდინარე წლის და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს - მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია. რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო: ექსპორტი აპრილში გაიზრდა 70%-ით, ფულადი გზავნილები გაიზარდა -144%-ით და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური. ჩვენ ველოდებით ტურიზმის სწრაფ აღდგენას და ბუნებრივია, რომ ხვალიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია აღინიშნოს პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის ჩვენს ქვეყანაში." ამბობს ღარიბაშვილი
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA