30/05/211 221 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"50-მდე ადამიანი იყო, მოუარეს ტყით და სპეცრაზმი გამოეკიდა" - ხმაური გუმათში

"ხეობა არის კერძო კომპანიის საკუთრებაში გადაცემული, ამიტომ, იქ შესვლა აღიქმება, როგორც კერძო საკუთრებაში შეჭრად. ამიტომ, ჩვენ ჩვენი სახლებისკენ მიმავალ გზაზე არ გვანებებენ გასვლას, მოვუარეთ ტყით და ასე გადავედით მეორე მხარეს, ამას გავაკეთებთ მანამ სანამ ეს ბარიკადი აქედან აღებული არ იქნება", - ასეთ განცხადებას აკეთებს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი, გუმათში არსებულ სიტუაციაზე, სადაც აქტივისტები ხეობაში შესვლას ცდილობენ, სამართალდამცველები კი მათ ამის უფლებას არ აძლევენ. როგორც გოლეთიანი ამბობს, ცოტა ხნის წინ ხეობის მცველების ნაწილმა ნამოხვანში შესვლა ტყით სცადეს, თუმცა მათ სპეცრაზმი დაედევნა და ისინი უკან დააბრუნა.
"როგორც ჩანს ამ ბარიკადის გადალახვას ახლა ხელისუფლებისთვის აქვს სიმბოლური დატვირთვა, ვერავინ ვერ დაგვაბრალებს, რომ ამ რკინის ბარიკადების გადალახვით სადმე ვიჭრებით, ესაა საავტომობილო გზა, ჩვენი სახლებისკენ მიმავალი და გვინდა, რომ გადავიდეთ მეორე მხარეს. ამიტომ, ტყით დაიძრნენ ჩვენი თანამებრძოლები, დაახლოებით 50 ადამიანი, შემდეგ დააბრუნა პოლიციამ ისინი. სპეცრაზმი გაეკიდა ტყეში. ამის შემდეგ, დანარჩენი აქ შეკრებილი აქტივისტები აქედან მიაწვნენ. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქმედებებით ადეკვატურობისკენ მოვუწოდოთ ხელისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ახლა ყველანი ერთად დავიძრათ და შემოვუაროთ ტყით. როდემდე უნდა გვდიონ? გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება. ამას ვაკეთებთ საინლუსტრაციოდ, რამდენად აბსურდია", - ამბობს გოლეთიანი.
ვარლამ გოლეთიანი, კომპანია "ენკას" მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ საგანგებო განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ხეობის მცველები არანაირ საფრთხეს არ უქმნიან კომპანიის თანამშრომლებს.
"ვინ უქმნის საქმეს კომპანიის თანამშრომლებს, ვინმე შეიჭრა მათთან? თქვენ იცით, რომ ერთი ბანაკი უშუალოდ ბაზის გვერდით გვაქვს, ჩვენი მკაფიო დამოკიდებულებაა, რომ არავის არ ვაზიანებთ. პოლიციასაც კი არ ვეხებით, მიუხედავად იმისა, რომ გვირტყამენ ისინი, გვაგინებენ, აღარ დარჩა ფორმა შეუარცხყოფისა, რასაც ისინი ჩვენ არ გვაყენებენ", - თქვა მან. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA